მანჩესტერ იუნაიტედმა ჟოზე მოურინიო გაუშვა

მანჩესტერ იუნაიტედმა ჟოზე მოურინიო გაუშვამანჩესტერ იუნაიტედმა პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. წლევანდელი სეზონი მანჩესტერისთვის ცუდად მიმდინარეობს და გუნდი მხოლოდ მე-6 ადგილზეა. ბოლო წვეთი ლივერპულთან მარცხი აღმოჩნდა, შეხვედრაში სადაც ლივერპული უდიდეს უპირატესობას ფლობდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაიბარებს მანჩესტერს, თუმცა ერთ-ერთ კანდიდატად ზინედინ ზიდანიც სახელდება. გაიჟღერა მოურისიო პოჩეტინოს სახელმაც, მაგრამ პოჩეტინომ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ტოტენჰემიდან წასვლას არ აპირებს.