მანჩესტერ სიტი ისკოში 100 მილიონს იხდის

მანჩესტერ სიტი ისკოში 100 მილიონს იხდისმანჩესტერ სიტი დიდიხანია დაინტერესებულია რეალის ნახევარმცველის ისკოს შეძენით და მანჩესტერელები მზად არიან ამ ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადონ. ისკოს ბოლო პერიოდში რეალში საქმეები კარგად არ მისდის და სავარაუდოდ მას სოლარისთან კონფლიქტიც აქვს, რის გამოც ის ხშირად არის სათადარიგოთა სკამზე.

სიტის მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას ისკოს შეძენის დიდი სურვილი აქვს, ამიტომ შესაძლოა ეს ტრანსფერი იანვარში განხორციელდეს. რეალის ოფიციალური წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.