მარიკა პაიჭაძე – “მივდივარ სახლში და კარს მიღებს დედა, რომელთან ერთად 18 წელია, არ შევხვედრილვართ ახალ წელს!”

მარიკა პაიჭაძე - "მივდივარ სახლში და კარს მიღებს დედა, რომელთან ერთად 18 წელია, არ შევხვედრილვართ ახალ წელს!"მარიკა პაიჭაძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

“რაღაცნაირი დღე იყო… უფრო სწორედ ერთი კვირა შინაგანად რაღაცის მოლოდინში ვიყავი… ვინც მიცნობთ იცით ჩემი სასტიკი ინტუიციის ამბავი… დღესაც ვერ ვისვენებდი… რაღაცას ველოდებოდი… მივდივარ სახლში და კარებს მიღებს დედა, რომელიც 18 წელია ემიგრანტია.. ვიგრძენი რომ წამიერად გული გამიჩერდა, ვერ მივხვდი სიზმარი იყო თუ ცხადი. ეხლა დედასთან ჩახუტებულს მძინავს და ვფიქრობ, ყველაზე მაგარი სურნელი დედას აქვს ❣️❣️❣️❣️ ყველაზე ლამაზი ახალი წელი მექნება…18 წელია ჩვენ ერთად არ შევხვედრილვართ ახალ წელს! მე უბრალოდ ბედნიერი ვარ… მეტი არაფერი.. მინდა ყველა ემიგრანტი დედა ახალ წელს თავის შვილებს ჩაეხუტოს! დაბრუნდნენ და იყვნენ ჩვენთან! ბედნიერი წელი ყოფილიყოს ყველასთვის! მე მიყვარხართ!”