მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ფეხბურთელი ქუჩაში გაყინული იპოვეს

მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ფეხბურთელი ქუჩაში გაყინული იპოვესდაკარგვიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის “ლოკომოტივის” 18 წლის ნახევარმცველი ალეკსეი ლომაკინი.
ლომაკინის დედამ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი შვილი 30 ნოემბერს “ლოკომოტივის” ბაზაზე წავიდა, იქ დარჩა და შემდეგ დაიკარგა.
დედის თქმით, მისი შვილი სამედიცინო პრეპარატ ტროპიკამიდს იღებდა და არაადეკვატური ხდებოდა.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელი მეგობართან ერთად უგონოდ დათვრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
ის ქუჩაში წაიქცა, დაეძინა და გაიყინა.
ლომაკინი “ლოკომოტივის” აკადემიის აღზრდილი იყო. ამა წლის თებერვალში გადაიყვანეს პირველ გუნდში, თუმცა მის რიგებში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია.
სპორტალი