მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიომ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა რომ ის ამაყობს რომ მანჩესტერ იუნაიტედის ნაწილი იყო და ძალიან კარგ ადამიანებთან უწევდა მუშაობა:
”მანჩესტერ იუნაიტედი დიდი გუნდია და ამ გუნდში 2 წელიწადზე მეტი გავატარე, რითიც ძალიან ამაყი ვარ, თუმცა შეიძლებოდა რომ უფრო მეტიც გამეკეთებინა. არავიზე ცუდის თქმა არ მინდა, ამიტომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ”–განაცხადა მოურინიომ.
ჟოზე მოურინიო 18 დეკემბერს გაანთავისუფლეს და მისი ადგილი ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაიკავა.

