ნანუკა ჟორჟოლიანი – ”ქრისტინე იმედაძის დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა სახელაშვილი. ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს”

ნანუკა ჟორჟოლიანი - ”ქრისტინე იმედაძის დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა სახელაშვილი. ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს”„ნანუკას შოუს“ სტუმარი არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა, თუმცა, მომღერალი ქრისტინე იმედაძე ჟორჟოლიანს გადაცემაში სტუმრად არასდროს ჰყოლია.

ამის მიზეზად თბილისში სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ, თუმცა, ნანუკა ჟორჟოლიანმა 20 დეკემბრის „პროფილში“ ჭორებს ნათელი მოფინა.

წლების წინ, თბილისში ქრისტინე იმედაძისა და ტელეწამყვანის ყოფილი ქმრის, ირაკლი კოდუას რომანზე ჭორაობდნენ, ამბობდნენ, რომ ნანუკა საკუთარ გადაცემაში ქრისტინეს სწორედ ამიტომ ბლოკავდა, მაგრამ როგორც 20 დეკემბრის გადაცემაში ჟორჟოლიანმა განაცხადა, ეს მხოლოდ ჭორი იყო.

„ირაკლიზე და ქრისტინეზე მართლა იყო ჭორები, ირაკლიზე და ნუკიზეც იყო. მაგრამ, ეს მხოლოდ ჭორები იყო. ქრისტინე მართლა დაბლოკილია ჩემს გადაცემაში. ქრისტინეს დეიდაშვილმა მოკლა ჩემი სისხლი და ხორცი ზუკა (საუბარია წყალბურთელ ზუკა სახელაშვილზე). ის ახლა გაქცეულია, მოსკოვში ცხოვრობს. ზუკას და – თათა სახელაშვილი, არის ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი პროდუსერი. ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ზუკა ჩემს ხელში გაიზარდა. მე და თათა 25 წელია ვმეგობრობთ“, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ტელეწამყვანმა გადაცემაში ერთი ინციდენტიც გაიხსენა, სადაც ის და ქრისტინე იმედაძე მონაწილეობდნენ.
„ერთი ინციდენტი ნამდვილად მოხდა, ფილარმონიაში ჩვენს წინ იჯდა ქრისტინე. მას და თათას შორის მოხდა შელაპარაკება. მე უბრალოდ გამშველებელი ვიყავი. იქ მე და ქრისტინე გვიცნეს. ქრისტინეს არაფერი დაუშავებია, მაგრამ ზუკა რომ საფლავში წევს, მაგასაც არაფერი დაუშავებია. თათამაც არაფერი დააშავა. ჩემს მეგობარს ვუფრთხილდები და ვარიდებ ამ ყველაფერს. თათამ შექმნა“ ნანუკას შოუ“ და იმსახურებს ჩემგან ნერვები არ მოვუშალო“.

ზუკა სახელაშვილი 24 წლის ასაკში მოკლეს. ის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე და დსთ-ის თასის გათამაშების საუკეთესო მოთამაშე იყო.

რეიტინგი