ფარცხანაყანებში მგელმა მურმან ციბაძე და კიდევ 4 ადამიანი დაკბინა

ფარცხანაყანებში მგელმა მურმან ციბაძე და კიდევ 4 ადამიანი დაკბინაადგილობრივების ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში მგელმა 5 ადამიანი დაკბინა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევა ორი ღამის განმავლობაში დაფიქსირდა. ორი დღის წინ მგელმა სოფლის ოთხი მკვიდრი დაკბინა, წუხელ კი ადგილობრივ მურმან ციბაძეს დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბაზარში პროდუქტის წასაღებად ემზადებოდა.

„ბაზარში მიმქონდა პროდუქტი გასაყიდად, ამ დროს დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს მიჰყავდა. თავიდან ძაღლი მეგონა, მივუახლოვდი და გამოვეკიდე, ძაღლი რომ გადამერჩინა, ამ დროს თავს დამესხა და მკლავზე მიკბინა“, – განაცხადა მურმან ციბაძე.

დაზარალებულებს შესაბამისი აცრები ჩაუტარდათ.

ინტერპრესნიუსი