პსჟ ადრიან რაბიოს გაყიდვას ზამთარში აპირებს, რადგან ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდიდან უფასოდ წავა. ყველასთვის ცნობილია რომ რაბიო ბარსელონაში აპირებს კარიერის გაგრძელებას და ამის წინააღმდეგი არც კატალონიური კლუბია.
რაბიოს პსჟ-ში დარჩენა რამდენიმე მიზეზის გამო არ უნდა ერთ-ერთი მიზეზი ტომას ტუჰელთან და რამდენიმე თანაგუნდელთან დაპირისპირებაა, რის გამოც ის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. პსჟ მზად არის რაბიო ბარსელონას 5 მილიონად დაუთმოს.

