ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მრავლობითი მოტეხილობები მიიღო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია.
მომხდარის გამო ყაზბეგის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი

