ქუთაისთან მანქანამ 11 წლის გოგონა გაიტანა და მოკლა

ქუთაისთან მანქანამ 11 წლის გოგონა გაიტანა და მოკლაქუთაისის მახლობლად, ღანირი-ქვიტირის გზაზე, 11 წლის გოგონას ავტომობილი დაეჯახა.

მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე 5 ნაწილით დაიწყო.

პრაიმ ტაიმი