საქართველომ ესტონეთს ტალინში 80:73 მოუგო

საქართველომ ესტონეთს ტალინში 80:73 მოუგომსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი 80:73 დაამარცხა, რითაც მომავალ წელს, ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

შეხვედრას ტალინის „საკუ არენამ“ უმასპინძლა.

საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაფიქსირებული შედეგით ცხრილში კონკურენტ ისრაელს გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრების უპირატესობის ხარჯზე მის წინა, მე-4 ადგილს იკავებს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც არასრულ 31 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრები საქართველოში 2 დეკემბერს, გამთენიისას დაბრუნდება. ილიას ზუროსის გუნდი 3 დეკემბერს ისრაელს თბილისში უმასპინძლებს.