სიცილიაში მიწისძვრის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე შენობა დაზიანდა.
ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ კატანიიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა.
როგორც იტალიური მედია იუწყება, გზატკეცილზე А18 კატანია-მესინა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტებმა ეტნას ვულკანის ახალი გაძლიერება დააფიქსირეს.
სეისმოლოგებმა დაახლოებით 150 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს.
ინტერპრესნიუსი

