სპორტის სასახლესთან მამუკა ჩოქურის კი არა, მისი ცოლის, ეკა მგალობლიშვილის, მანქანა დაწვეს – “რა გინდა, მანიაკო!”

სპორტის სასახლესთან მამუკა ჩოქურის კი არა, მისი ცოლის, ეკა მგალობლიშვილის, მანქანა დაწვეს - "რა გინდა, მანიაკო!"გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 დეკემბერს დილით სპორტის სასახლესთან სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის, ტოიოტა პრადო დაწვეს.

რეიტინგის ცნობით კი ეს მანქანა მამუკა ჩოქურს კი არა, მის მეუღლეს, სილამაზის კონკურსების ორგანიზატორს, სამოდელო სააგენტო “კატრინის” დამაარსებელ ეკა მგალობლიშვილს ეკუთვნის.

ამის შესახებ ეკა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ირკვევა მგალობლიშვილს ავტომობილის დაწვა ოთხი წლის წინაც სცადეს, თუმცა მეზობლებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

“4 წლის უკან, ვიღაც X- მა, გადაწყვიტა ჩემი მანქანა დაეწვა, რომელიც მეზობლების წყალობით გადარჩა. მიუხედავად კამერებიდან ამოღებული მასალისა, დამნაშავე მაინც თავისუფლად და ლაღად დააბიჯებს ქუჩებში. დღეს გამთენიისას კი აისრულა საწადელი და მანქანა სრულიად დაწვა, აგრეთვე დააზიანა ირგვლივ მყოფი ავტომობილები. მანქანა დაზღვეული მაქვს, მაგრამ ყოველ წუთს უნდა მეშინოდეს???!!!

არასოდეს არანაირ თემაზე ,,არ ამომიღია ხმა,, არ გავჩერდები ვიდრე დამნაშავე დასჯილი არ იქნება!!!! შენ კი საჯაროდ მოგმართავ გამოჩნდი და გაგვაგებინე რა გინდა??? მანიაკო და ბოროტო ადამიანო!!!” – წერს მგალობლიშვილი.

ეკა მგალობლიშვილი “რეიტინგთან” საუბარში აცხადებს, რომ მტერი არ ჰყავს, შესაბამისად მისთვის წარმოუდგენელია რატომ დაუწვეს ავტომობილი.

ის მომხდარს ქმრის, მამუკა ჩოქურის, პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს.

რეიტინგი