თბილისის 175-ე სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის 175-ე სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდათბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ირკვევა, მოსწავლეს დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინდა. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.სკოლაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასწავლო ოთახები სველი წესით დაამუშავეს და შენობა კარგად გაანიავეს, რაც სპეციალისტების აზრით, საკმარისი უნდა იყოს დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.

ექიმებმა უკვე გამოიკვლიეს ის ბავშვები, რომლებსაც დაავადებულ მოზარდთან კონტაქტი ჰქონდათ.

ნიუპოსტი