თბილისში 71-ე საბავშვო ბაღში დახურულ სივრცეში პიროტექნიკა გამოიყენეს. ამის ამსახველ ვიდეოს “მაესტრო” აქვეყნებს.
ვიდეოში ჩანს თუ როგორ გარბიან პიროტექნიკისგან შეშინებული ბავშვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის N71-ე საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ბაღში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
შს სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღსაზრდელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.

