თიკა ჯამბურია უცნობთან დუეტის ახალ ვერსიაზე მუშაობს. „გავუსწროთ დროს“ გია გაჩეჩილაძესთან ერთად მან ერთ-ერთ კონცერტზე შეასრულა. მელოდია ჯემალ სეფიაშვილს ეკუთვნის, ლექსი: რატი ამაღლობელს.
როგორც თიკამ გვითხრა, სიმღერის ვერსიაზე სოფო ტოროშელიძე და ნიკა მარგველაშვილი მუშაობენ, ხმის მონტაჟზე, – ნიკა მარგველაშვილი. ახალ ვერსიაში უცნობი აღარ იქნება და თიკა სოლოდ შეასრულებს.
ჩვენს კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა 14 წლის წინანდელი სიმღერის გაცოცხლება, მომღერალმა ასე გვიპასუხა:
„ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მხოლოდ ორჯერ მაქვს ნამღერი. ძალიან მინდოდა, რომ კიდევ ბევრჯერ შემესრულებინა. დარწმუნებული ვარ, ხალხს ძალიან უყვარს და გაუხარდება ახალი ვერსია, მასაც მიიღებს“.
თიკა აღნიშნავს, რომ სიმღერა მზად ერთ კვირაში იქნება.
მუზიკბოქსი