რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში, სადაც დღეს გამთენიას ტრაგედია დატრიალდა, ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. რუსეთის ლიდერი აფეთქების ადგილას საგანგებო სამსახურის ოპერატიულ შტაბს ესტუმრა. პუტინი დაზარალებულებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მაგნიტოგორსკში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
ამ დროისთვის დაკარგულად 40-მდე ადამიანი მიიჩნევა: მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.
საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გამთენიისას მოხდა. მომხდარის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

