ცოტნე გამსახურდია – “ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს…”

ცოტნე გამსახურდია - "ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს..."ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს…

ჯერ იყო და კახა თარგამაძე, ყოფილი “ობეხეეშნიკი”, ბარმენებს რომ დასდევდა და ასი გრამი არყისთვის იჭერდა, გახდა რკინის კაცი და ქვეყნის საფუძველი. მერე ვანო იყო, მერაბიშვილი, ერთი უცნობი არასამთავრობოს წევრუკა და პროვინციული გაზეთის ერთერთი ავტორი, რომელიც საქართველოს ხერხემალი გახდა. ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მისი რუსული ფირმების ნათანამშრომლარი, რომელსაც ხან ჟოფრეს იმიჯს არგებენ და ხან – ქარიმან სეტიელის…

ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გული შეუწუხდებოდა ამ ყველაფერზე… მაგრამ უსუსური და უნიათო ბრბო მამას ეძებს, რომელიც მას უმფარველებს, თავზე ხელს გადაუსვამს და შემდეგ მოსიყვარულე პანჩურით გააგდებს სახლში. შეიძლება მერე თვალი ჩაუპაჭუნოს კიდეც…”