ცოტნე გამსახურდია პროკურატურაში შიმშილობს – “ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელის დასჯას!

ცოტნე გამსახურდია პროკურატურაში შიმშილობს - "ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელის დასჯას!პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობს. მოთხოვნა ერთადერთია – „ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელის დასჯას და საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას, რადგან ორ კვირაში, 31 დეკემბერს იწურება ხანდაზმულობის ვადა და საქმე იხურება“.

– ვაგრძელებთ შიმშილობას მთავარი პროკურატურის მისაღებში! უარი ვთქვით პროკურატურის მესვეურებთან არაფრისმომცემ შეხვედრაზე, რადგან არ მოგვცეს შეხვედრის ჩაწერის საშუალება… ჩვენ ხალხისგან დასამალი არაფერი გვაქვს, არც ამათი სიფათების სანახავად მოვსულვართ და არც რამეზე ცალკე საჭიკჭიკოდ!

ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას მკვლელის დასჯას და საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას, რადგან ორ კვირაში, 31 დეკემბერს იწურება ხანდაზმულობის ვადა და საქმე იხურება.

გვესტუმრნენ, გაგვამხნევეს მამას ძველმა თანამებრძოლებმა, მოვიდა მალხაზ მაჩალიკაშვილი მეგობრებთან ერთად, თაკო ჩარკვიანი და მისი მეუღლე, ჯონი გიგანი, სხვა ჩვენი პირადი მეგობრები ახლაც აქ არიან.

სამშაბათს, 18 დეკემბერს, დღის 4 საათზე, გთხოვთ მობრძანდეთ საპროტესტო აქციაზე მთავარ პროკურატურასთან! – წერს ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში.