წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
ავარიისას დაშავებულები ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანების სხეულის დაზიანება.
იმედინიუსი

