უეინ რუნიმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა

უეინ რუნიმ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრამანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ უეინ რუნიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის მოურინიოსთან ერთად მანჩესტერ იუნაიტედში იყო და თქვა რომ ჟოზესთან მუშაობა არავის სიამოვნებდა. უფრო მეტიც, რუნიმ გაიხსენა რომ მოურინიოს გამო მზარეულებიც არ იყვნენ თავისუფლად და ბედნიერად არ გრძნობდნენ:

”გუნდში დაძაბული ატმოსფერო იყო და ვგრძნობდი რომ ეს დაძაბულობა ჩემზეც გადმოდიოდა. ვფიქრობ, ეს მოურინიოს ბრალი იყო და მიხარია რომ ის გუნდიდან წავიდა. სოლსკიაერი კარგი კანდიდატურაა და მას შეუძლია მანჩესტერს წარმატება მოუტანოს”–განაცხადა რუნიმ.