ზუგდიდში პოლიციელ ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში პოლიციელ ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვესზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის ალექსანდრე ჩიქოვანის ცხედარი იპოვეს.

მას სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა.

როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია imedinews-თან ინტერვიუში განმარტავს, გვამი სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. მას სასიცოცხლო ფუნქციები არ აღენიშნებოდა.

გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

პოლიციის თანამშრომელს მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა ის ქვეითად გზის გადაკვეთას ცდილობდა.

მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.