6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა

6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა6 წლის საბა კიწმარიშვილი, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გუშინ გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ “ნიუპოსტს” საქველმოქმედო ორგანიზაცია “იალქანის” ხელმძღვენელმა თიკო აბაშიძემ დაუდასტურა.

ბავშვის მდგომარეობა დეკემბრის ბოლოს გართულდა, ის თავდაპირველად ბათუმის საავადმყოფოში მკურნალობდა, რამდენიმე დღეში კი საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა, ბავშვს რამდენიმე მძიმე დაავადების დიაგნოზი ჰქონდა და მშობლების მოთხოვნის მიუხედავად, რომ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მომხდარიყო, მდგომარეობის სიმძიმის გამო მისი ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.