ლივერპულის მეკარემ ალისონ ბეკერმა ლივერპული ჩელსის შეადარა და თქვა რომ ამ გუნდს უფრო მდიდარი ისტორია აქვს. ალისონის აზრით ჩელსის წარმატებული ეტაპი 90-იანების ბოლოს დაიწყო, ხოლო ლივერპულს იმ დროისთვის უკვე ოთხჯერ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა მოგებული:
”როდესაც ლივერპული ავირჩიე, ჩელსიც მეპატიჟებოდა, მაგრამ ყოველთვის ლივერპულს ვანიჭებდი უპირატესობას, რადგან ამ გუნდს მდიდარი ისტორია აქვს. ჩემი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ლივერპულთან ერთად ამის მეტი შანსი მაქვს”–განაცხადა ალისონმა.

