ავარია ქუთაისთან – 1 ადამიანი დაიღუპა

ავარია ქუთაისთან - 1 ადამიანი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა ქუთაისთან ახლოს. უბედური შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.

ე.წ. მუხნარის ტყეში გზაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შედეგად ერთი მძღოლი დაიღუპა.

მომხდარს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.