ბათუმში 9 სართულიანი კორპუსის სახურავი ჩამოვარდა და 2 ადამიანი მოიყოლა

ბათუმში 9 სართულიანი კორპუსის სახურავი ჩამოვარდა და 2 ადამიანი მოიყოლა4 იანვარს ბათუმში ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხრასართულიან კორპუსს გადახადა სახურავი.

რამდენიმე ადამიანი სახურავის ქვეშ მოჰყვა.

კორპუსიდან აგლეჯილი სახურავის ნაწილი მეორედაც ჩამოვარდა. ეს მაშინ მოხდა, როცა მაშველები გზის სავალ ნაწილს და ტროტუარს ადრე ჩამოვარდნილი სახურავის ნარჩენებისგან ასუფთავებდნენ. იქვე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეებიც.

ბათუმში ძლიერი ქარი დაახლოებით 17:20 საათზე ამოვარდა.

ჭავაჭავაძის ქუჩაზე სახურავის ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ის შემთხვევის ადგილზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად მივიდა.

მეორე დაშავებულს, რომელიც მერიის დაშავებული თანამშრომლის ბიძაშვილია, აქვს მრავლობითი მოტეხილობა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საბოლოოდ, დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

ბათუმელები