ინტერნეტში ბერას ახალი კლიპის გადასაღები მოედნიდან ფოტოები ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით სიმღერა თანასწორობაზე იქნება და სავარაუდოდ ბერასთან ერთად მას ტრანსგენდერი ქალი, ანასტასია პირველი შეასრულებს.
ანასტასია პირველი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან „საქართველოს ვარსკვლავის“ შესარჩევ ტურში მიიღო მონაწილეობა. იმის მიუხედავად, რომ ანასტასიამ ჟიურის მოწონება დაიმსახურა და კონკურსის პირველი ეტაპიც წარმატებით გადალახა, ის საბოლოო ათეულში მაინც ვერ მოხვდა.
ნიუპოსტი