ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაკავშირებით ინფორმაციას ამოწმებს. კერძოდ, საქმე ეხება მინისტრის მიერ კომპანია Accenture-თან საკონსულტაციო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში უფლება-მოსილების შესაძლო გადაჭარბებას.
შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2018 წლის დასასრულს პროკურატურაში ანონიმური განცხადება შევიდა, რომელიც გერმანიის აუდიტორთა ფედერალური პალატის შეფასებაზეა დაფუძნებული. დოკუმენტში განხილულია სამინისტროს ციფრულ სფეროში 19.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები.
ამასთან, გერმანიის აუდიტორთა ფედერალური პალატის წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჯამში 1 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯა.
პალატა სამინისტროსგან ითხოვს, რომ ხარჯებზე პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთოს.
იმედინიუსი

