“და ყოველ წელს თითო ვაგონი ეხსნება ამ შემადგენლობას…” – ცოტნე გამსახურდიას საახალწლო მიმართვა

"და ყოველ წელს თითო ვაგონი ეხსნება ამ შემადგენლობას..." - ცოტნე გამსახურდიას საახალწლო მიმართვაცოტნე გამსახურდიამ ახალი წლის მილოცვა ასეთო ფორმით გამოხატა:

“ადამიანური პირობითობის აბსურდულობის საოცარი მაგალითია ახალი წელი… ერთადერთი, რაზეც მეფიქრება ამ დროს, რამდენ უცნაურ და უჩვეულო ადგილას, სიტუაციებში გამიტარებია იგი. ტყეში, ციხეში, უდაბნოში, ომში, მატარებელში, გემზეც კი… მარტოს, ქუჩაში მოხეტიალეს… და ყოველ წელს თითო ვაგონი ეხსნება ამ შემადგენლობას. რათა ბოლოს ყველაფრისგან თავისუფალი წახვიდე აქედან. სიბერეც, ჩანს, საამისოდ არის მოგონილი. უბრალოდ უკან არ მოიხედო, და არ ეცადო უკან დაბრუნებას.

გილოცავთ, რავი, აბა, სხვა რა გითხრათ…”