დელე ალი მოედანზე მარტში დაბრუნდება

დელე ალი მოედანზე მარტში დაბრუნდებატოტენჰემის ფორვარდმა დელე ალიმ ფულჰემთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ თვენახევარი ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ალიმ თავის ტვიტერის გვერდზე მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე შეძლებს თამაშს.

ტოტენჰემს ბოლო პერიოდში შეტევაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ჰარი კეინმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ხოლო ჰიონ მენ სონი კი აზიის თასზე გაემგაზავრა. თებერვალი ტოტენჰემისთვის საკმაოდ რთული იქნება, თუ ისინი ახალ ფორვარდს არ შეიძენენ.