ძლიერი ყინვა საქართველოში – ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემა

ძლიერი ყინვა საქართველოში - ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაეცემაგარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ზოგან ქარბუქი.

18 იანვარს დღისით გამოიდარებს და 19 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელია. დაბლობსა და ბარში დაეცემა ღამის მინიმალური ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში ზოგან -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში -9 გრადუსამდე (შიდა ქართლში).

ქ. თბილისში 16 იანვარს დღე უნალექოდ ჩაივლის, დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი იქნება. 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლჭყაპი, იქროლებს ძლიერი ქარი, ტემპერატურა დღის საათებში +4 გრადუსამდე დაიკლებს. 18 -19 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამის საათებში -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.