ედენ აზარი: ”მოედანზე ლიდერი ვარ”

ედენ აზარი: ”მოედანზე ლიდერი ვარ”ჩელსის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა მოედანზე თავის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ის გუნდის ლიდერია. აზარმა ასევე ჩელსის მწვრთნელზე მაურისიო სარიზე ისაუბრა და თქვა, რომ მწვრთნელის აზრი მისთვის გადამწყვეტი არ არის:

”მწვრთნელს პატივს ვცემ, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ვცდილობ, რომ მოედანზე ლიდერი ვიყო და ვფიქრობ ხშირად ეს კარგად გამომდის”–განაცხადა აზარმა.