სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” სიუჟეტში მოულოდნელი შემოტრიალება მოხდა.
აღმოჩნდა, რომ გამომძიებელ აკაკი შუკაკიძეს, რომელიც ცოლ-შვილთან ცხოვრობს, რეალურ ცხოვრებაში ისინი არ ჰყავს. მათი სიცოცხლე ავარიამ შეიწირა, მაგრამ აკაკი ამას არ ცნობს და ცოლსა და პატარა გოგონასთან ერთად წარმოსახვაში ცხოვრობს.
ეს ეპიზოდი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რუსთავი 2-ის ეთერში და მას უკვე მაყურებელთა დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
აი, რას წერენ ფეისბუქში:
“ეს იყო ლოგიკური ახსნა მათი “იდეალური” და მხოლოდ სახლის სცენების მომცველი ურთიერთობის. ქეთი დევდარიანი გენიოსია!!! ბრავო❤”
“კარგით რაა((“
“ოჯახი ყავდა და 3 წლის წინ ავტოავარიაში დაეღუპნენ.და წარმოსახვაში ვითომ ყავდა.😕”
“ენა გადმომივარდა და ვეღარ ვპოულობ შოკისგან👀😱”
“ახლა შემეშინდა”
“აუუუ რატოოომ ამ ახალ წელს ეს მადარდეთ ახლააა 😢😢😢”