სოციალური ქსელის მომხმარებელი ქეთი დვალი Facebook – ზე პოსტს აქვეყნებს, სადაც აღწერს თუ რა გადახდა წლების წინ მის შვილს სილამაზის კონკურსში. პოსტს ”პრაიმტაიმი” უცვლელად გთავაზობთ.
”ეს თაკოა, ჩემი შვილი, რომელსაც წლების წინ, სულში ჩააფურთხა, ყველანაირ სილამაზეს და ადამიანურს მოკლებულმა კიწმარიშვილმა, ისევე როგორც, ბევრ, მართლა ლამაზ გოგოს საქართველოში.
მიუხედავად ჩემი ძააალიან წინააღმდეგობისა, ბავშვს ბევრმა შესძახა, თუ ჩემმა სამეგობრომ, თუ თავის მეგობრებმა, სკოლამ(მაშინ სკოლაში სწავლობდა), ისე ამზადებდნენ ვერც ვიგებდი. მხოლოდ კონკურსის დღეს მივედი ოპერაში(იქ ტარდებოდა), რადგან შემრცხვა. ვინც ჩემს პიროვნებას იცნობს, არასოდეს, ჩემი პირიდან არ ამოსულა სიტყვები, რომ ჩემი შვილი ლამაზია. ვეუბნებოდი, დეე, მანდ რაც ხდება, საკმაოდ კარგად ვიცი და არ მინდა, რომ გული გეტკინოს.
თაკოს სიტყვები: დეე, სილამაზეზე პრეტენზიები კი არა მაქვს, უბრალოდ, ათეულში ვიცი, რომ მოვხვდები, რომლებსაც (ათეულზეა ლაპარაკი), ბათუმში ორი კვირით ზღვაზე წაიყვანენ. შენ კი სულ უარს მეუბნები, ფული არა მაქვს, რა დროს ზღვა არისო.
მაშინ ჩემი შვილების დედაც და მამაც მე ვიყავი.(ცოცხლად, ქმარწასულებთა სიას მივეკუთვნებოდი). ნუუ შემეძლო, ჩემი სამსახურიდან თუ ნაცნობ-მეგობრების წრიდან გამომდინარე, ზარი მაინც გამეკეთებინა, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, მაგრამ ათეულში მოხვედრა ნაღდად ვერ წარმოვიდგინე ჩაწყობის ეპიცენტრად…
დადგა კონკურსის დღე, გარეთ ვდგევართ გულშემატკივრები, ბევრი ნაცნობ-საახლობლოთი. აღმოვაჩინე ჩემი უახლოესი მეგობარი ლიკა (გვარს არ ვამბობ), რომელიც ახალი ჩამოსული იყო ახალი ზელანდიიდან კარგი ფულით. რომლის დისშვილი, 1მ და 66 სმ სიმაღლის, სილამაზესთან ძალიან დაშორებული, იღებდა მონაწილეობას. ეს მეტრანახევრიანი სამეულში მოხვდა, ჩემი თაკო კი ათეულშიც ვერ გაიმეტა კიწმარიშვილმა.
ასე რომ, ჩაეშალა თაკუნას ზღვაზე ფიქრები.
ეს დავწერე გულნატკენმა, რიგითმა ქართველმა, იმიტომ, რომ დღესაც რომ იგივეს აკეთებს ეს მახინჯი ქალი..წლებია მართავს ამ სფეროს, ნუთუ საქართველოს, ამდენ ლამაზებში, ის არჩევანი უნდა გაკეთებულიყო, რაც გუშინ?. ეს ხომ სირცხვილია. შენ, კი, თაკო დეე, გეფიცები, იმას გაგიკეთებ, რაც შენ ძალიან გინდა და გულში გაქვს, ოღონდ აქ და არა მანდ, ჩვენს სამშობლოში სამწუხაროდ”, – წერს ქეთი დვალი სოციალურ ქსელში.
პრაიმ ტაიმი