ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა.
„თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად 4 წლის განმავლობაში. მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიოს ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას.“ – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს და ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. გეგა გეგეშიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

