გორში ქვეითს მანქანა დაეჯახა

გორში ქვეითს მანქანა დაეჯახაგორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ქვეითად მოძრავ 33 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა.

“ნიუპოსტის“ კორესპონდნეტის ცნობით, დაშავებული მამაკაცი „გორმედში“ გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნიუპოსტი