ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინი დაახლოებით ერთი თვის მანძილზე ვერ შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას. კეინმა ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშის დროს მიიღო და მას სავარაუდოდ კიდევ დასჭირდება გამოკვლევების ჩატარება.
ტოტენჰემისთვის კეინის ტრავმა დიდი დარტყმაა, რადგან მის გარეშე ამ გუნდის შეტევა გაცილებით სუსტია, ვიდრე მასთან ერთად. გარდა ამისა, ტოტენჰემს ჰიონ მენ სონიც გამოაკლდება, რომელიც აზიის თასზე გაემგზავრა.

