იბრაჰიმ აფელაი სტოკ სიტიდან წავიდა

იბრაჰიმ აფელაი სტოკ სიტიდან წავიდაჰოლანდიელი ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი სტოკ სიტიდან წავიდა და ამჟამად ის თავისუფალი აგენტია. ბოლო პერიოდში აფელაი ტრავმების გამო იშვიათად თამაშობდა და მისი სტოკიდან წასვლა მოსალოდნელიც იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს აფელაი კარიერას და შესაძლოა ის სამშობლოში დაბრუნდეს.

აფელაიმ ეინდჰოვენში თამაშით გაითქვა სახელი, ხოლო შემდეგ კი რამდენიმე წელიწადი ბარსელონაშიც გაატარა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო.