ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ მის გუნდს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ცუდად არ უთამაშია, უბრალოდ მეტოქემ უკეთესად გამოიყენა შანსები. კლოპის აზრით ლივერპულს ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს, მაგრამ მათ ყურადღება არ უნდა მოადუნონ:
”ვფიქრობ, სიტის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და იღბალმაც ზურგი გვაქცია. ჩემპიონობისთვის ბევრი ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”–განაცხადა კლოპმა.

