ჯანო ანანიძეს სპარტაკიდან წასვლა არ სურს

ჯანო ანანიძეს სპარტაკიდან წასვლა არ სურსსაქართველოს ნაკრების და მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე სპარტაკის დატოვებას არ აპირებს. დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპარტაკი ჯანოს გაყიდვას აპირებს და მისი შეძენა კრილია სოვეტოვს სურს, თუმცა ანანიძემს კრილიაში თამაში არ მოისურვა.

ქართველ ფეხბურთელს სპარტაკთან კონტრაქტი წელიწადნახევარში უმთავრდება და შესაძლოა იქამდე ჯანოსთვის სხვა კლუბი გამოძებნონ. ანანიძე სპარტაკში 2009 წლიდან თამაშობს და წლების მანძილზე ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.