მანჩესტერ სიტი სტუმრად ნიუკასლთან დამარცხდა 1:2 და სატურნირო მდგომარეობა უფრო გაირთულა. გვარდიოლას გუნდისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე რთული იქნება და ეს თვითონ პეპსაც კარგად ესმის:
”ჩემი ფეხბურთელები ძალიან მიყვარს და რასაც ინგლისში მივაღწიე, სწორედ მათი დამსახურებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით დავკმაყოფილდები. რაც შეეხება ნიუკასლთან შეხვედრას, ჩვენ სწრაფი თამაში არ გამოგვდიოდა, რითიც მეტოქემ ისარგებლა და მათ გამარჯვება დაიმსახურეს”–განაცხადა გვარდიოლამ.

