ამერიკელი შემტევი ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი, ზაფხულიდან ჩელსის ღირსებას დაიცავს. დორტმუნდის ბორუსიამ და ჩელსიმ ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და სეზონის ბოლომდე პულიშიჩი ბორუსიაში დარჩება.
ეს ტრანსფერი ჩელსის 64 მილიონი ევრო დაუჯდა და ამაზე ნაკლებ ფასად ბორუსია პულიშიჩის გაყიდვას არ დათანხმდა. კრისტიან პულიშიჩი ჯერ მხოლოდ 20 წლის არის და ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.
მისი შეძენა სხვა ინგლისურ კლუბებსაც სურდათ, მაგრამ ჩელსიმ ყველას აჯობა.

