მაგნიტოგორსკში ტერორისტების დაკავებისას სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა – 3 ადამიანი დაიღუპა

სავარაუდოდ ტერორისტების დაკავებისას სამარშრუტო ტაქსი აფეთქდა. Znak.com-ის ცნობით, ეს 2 შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება.

გავრცელებული ცნობით, მოკლულია 3 პირი, ერთმა კი გაქცევა მოახერხა. მას ამ დრომდე ეძებენ.

საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც 120 ადამიანი ცხოვრობდა, აფეთქება 31 დეკემბრის დილას მოხდა.

ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 8 ადამიანის ცხედარი, ხოლო 5 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იმედინიუსი