“მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები…” – ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები

"მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები..." - ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილებიუბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

დაღუპულები იმავე ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი ბანკში” მუშებად მუშაობდნენ.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან ძმები და მამა-შვილი. ისინი ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო. ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახურ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა.