მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში გარდაიცვალა – ვიდეო

მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - ვიდეო86 წლის ასაკში ფრანგი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო კომპოზიტორის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, მიშელ ლეგრანი პარიზში საკუთარ სახლში ღამით გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიშელ ლეგრანი ერთადერთი კომპოზიტორი იყო, ვინც სამი „ოსკარი“ და Grammy-ს ხუთი პრემია მოიპოვა ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“.

მისი დისკოგრაფია ასზე მეტ ალბომს მოიცავს. ის ფრენკ სინატრასთან, შარლ აზნავურთან, ბარბარა სტრეიზანდთან ერთად მუშაობდა და პრესტიჟული საერთაშორისო ფესტივალების ჟიურის ხელმძღვანელი იყო.

ინტერპრესნიუსი