მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას ხელი მოაწერა

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას ხელი მოაწერასტამბოლში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების ცერემონია შესრულდა. ცოტა ხნის წინ მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ დადგენილებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.

მანამდე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელ, მიტროპოლიტ ეპიფანესა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრა გამართა.

ხელმოწერის ცერემონიას უკრაინის დელეგაციიდან რადას სპიკერი, ანდრეი პარუბი და ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკოც, ესწრებოდნენ.

ტომოსს მიტროპოლიტ ეპიფანეს ხვალ გადასცემენ, საშობაო ღვთისმსახურების დროს კი დოკუმენტს წმინდა სოფიას ტაძარში საჯაროდ გამოფენენ.

რუსთავი 2