ნეიმარი მანჩესტერთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს

ნეიმარი მანჩესტერთან ორივე შეხვედრას გამოტოვებსპსჟ-ს ნრაზილიელი ლიდერი ნეიმარი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ პრესაში ვრცელდება. ნეიმარმა ტრავმა საფრანგეთის თასზე მიიღო და სავარაუდოდ მას 2 თვე მოუწევს მკურნალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მარტის ბოლოს დაბრუნდება.

არ არის გამორიცხული რომ ნეიმარმა ოპერაცია გაიკეთოს და ამ შემთხვევაში ის სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს. ნეიმარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია და შესაძლოა მან სარეაბილიტაციო კურსი ბრაზილიაში გაიაროს.