პსჟ-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არ აპირებს ამ გუნდის დატოვებას, რადგან მას ყველაფერი აკმაყოფილებს პარიზში. ნეიმარის თქმით მას საფრანგეთის ჩემპიონატთან შეგუება არ გაჭირვებია:
”საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან გავს ესპანეთის პირველობას, ამიტომ შეგუება არ გამჭირვებია. პსჟ-ში ბედნიერი ვარ, ამიტომ სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ. ჩემზე რაც იწერება, ბევრი რამ სიცრუეა”–განაცხადა ნეიმარმა.
ზაფხულში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეიმარი რეალში აპირებდა გადასვლას.

