ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა საფრანგეთის თასის თამაშში სტრასბურგის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. ნეიმარს შარშანდელი ტრავმის რეციდივი აქვს და მას სავარაუდოდ რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.
დიდი შანსია იმის, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ვერ მოახერხებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 12 თებერვალს გაიმართება. პსჟ-ს მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედია და პირველი მატჩი მანჩესტერში ჩატარდება.
ნეიმარმა შარშანდელი მერვედფინალი უკვე გამოტოვა ტრავმის გამო. მაშინ პსჟ რეალთან დამარცხდა.

