ნეიმარს ოპერაცია არ დასჭირდება

ნეიმარს ოპერაცია არ დასჭირდებაპსჟ-ს ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება, თუმცა ის მაინც საკმაოდ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის. ნეიმარი დაახლოებით 10 კვირას გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მოედანზე აპრილში დაბრუნდება.

ბრაზილიელი არა მხოლოდ მანჩესტერთან ორივე შეხვედრას, არამედ მეოთხედფინალის პირველ მატჩსაც გამოტოვებს, თუ პსჟ იქ გავიდა. ნეიმარს შარშან მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ნეიმარმა ამ ტრავმის გამო სამ თვეზე მეტი გამოტოვა და პსჟ-ს გადამწყვეტ შეხვედრებში ვერ დაეხმარა.